Accentnews.ge
"როგორც კი აღარ იარსებებენ შემსრულებლები, ხუხულასავით დაინგრევა რეპრესიული სისტემა"

"როგორც კი აღარ იარსებებენ შემსრულებლები, ხუხულასავით დაინგრევა რეპრესიული სისტემა"

24/05/2022 10:04:29 პოლიტიკა

„ლელო- საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "საკუთარი იურისტის დიპლომს მაინც უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი, მსგავს სამართლებრივ სისულელეს რომ ამბობს საჯაროდ".

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაცვლიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას შესაძლებელია ხელიდან თანდათან გამოეცალოს პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლეები, რის გამოც მმართველი გუნდი პანიკაშია.

„შოკისმომგვრელი განცხადებაა, ძალიან არაკომპეტენტური სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან საინტერესო პოლიტიკური თვალსაზრისით. დიახ, ეს მოსამართლეები თანდათან შეიძლება ხელიდან გამოგეცალოთ და მერე ვინ იქნება თქვენი დავალებების შემსრულებელი? თუ ეს მოსამართლეები აღარ გეყოლებათ კანონის ჯალათებად, მაშინ როგორ შეძლებთ, რომ გაატაროთ ის პოლიტიკა ქვეყანაში, რომელსაც ატარებთ? ძალიან სწორია შემსრულებლების სანქცირება, რადგან შემსრულებლები უნდა გამოეცალონ ხელისუფლებას ხელიდან. პოლიტიკური დავალებები იარსებებს, მაგრამ როგორც კი აღარ იარსებებენ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები, ხუხულასავით დაინგრევა ყველა რეპრესიული სისტემა. ამ მიმართულებით პროცესები გაგრძელდება. ეს არის პირველი სანქცირებული მოსამართლე. სხვებს მინდა, ამ ტრიბუნიდან მივმართო, რომ ნუ ჩამოგყვებიან საფლავში. ცხოვრება თქვენს მიღმაც არსებობს და კარგად დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა უკანონო დავალებების შესრულება. მადლობა, ბატონო ირაკლი, რომ კიდევ ერთხელ გაგვაგებინეთ სად არის თქვენი სუსტი წერტილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არდაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია და იგი აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლე ჩხიკვაძეზე განცხადება გააკეთოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S