Accentnews.ge
ხვიჩია –  მმართველ გუნდს: "სანამ თქვენ არ შეიცვლებით, სულ ექნება პრობლემა საქართველოს დასავლურ მომავალს"

ხვიჩია –  მმართველ გუნდს: "სანამ თქვენ არ შეიცვლებით, სულ ექნება პრობლემა საქართველოს დასავლურ მომავალს"

24/05/2022 10:40:08 პოლიტიკა

"სანამ თქვენ არ შეიცვლებით, სულ ექნება პრობლემა საქართველოს დასავლურ მომავალს", – ასე მიმართა "გირჩის“ წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მმართველ გუნდს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ხვდება, მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს და შედეგებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

„თქვენ ვერ ხვდებით კონტექსტს, თუ რა ხდება დღეს სამყაროში და იქცევით ამ კონტექსტის საწინააღმდეგოდ. თქვენ გაქვთ მოწყობილი პოლიტიკური ჭაობი ქვეყანაში, სადაც მკვდარია პოლიტიკური ცხოვრება და არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება არც ერთ პოლიტიკურ ორგანოში. სწორედ თქვენ ტოვებთ ამ ქვეყნის მომავალს წინაპრების წარსული დამსახურებების იმედად და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ აწმყოში სათქმელი და საამაყო არაფერი გვქონდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და ამის მერე გინდათ, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოთ. თქვენ ხართ ამაში დამნაშავე და არა ოპოზიცია. თქვენ არ ამთავრებთ ამ მტრობას და დაძაბულობას საქართველოში ადამიანებს შორის და თქვენ გყავთ დაყოფილი საზოგადოება ქოცებად და ნაცებად ნაცვლად იმისა, რომ შეგიძლიათ, ეს მტრობა დაამთავროთ. სანამ ეს არ შეიცვლება, სანამ თქვენ არ შეიცვლებით, ან ხასიათებით, ან პოლიტიკურად, ჩვენ სულ ვიქნებით ამ ჭაობში, სადაც ახლა ვართ და სულ ექნება პრობლემა საქართველოს დასავლურ მომავალს, ოღონდ არა ოპოზიციის, არამედ თქვენი დამსახურებით“, - მიმართა მმართველ გუნდს იაგო ხვიჩიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S