Accentnews.ge
"უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა, რათა ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა ამოიძირკვოს"

"უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა, რათა ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა ამოიძირკვოს"

24/05/2022 11:25:21 პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფრხვრელად ძალისხმევის გაათმაგებაა საჭირო. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ქალთა მიმართ ჩადენილი შემზარავი დანაშაულები. ასეთი საზარელი და მხეცური ფაქტები უნდა გვაფიქრებდეს იმაზე თუ, რისი გაკეთება შეგვეძლო და ვერ შევძელით, რათა ასეთი ფაქტები თავიდან აგვეცილებინა. დიახ, უნდა გაათმაგდეს ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ ფემიციდი, ქალთა მიმართ ძალადობა ზოგადად ამოიძირკვოს ჩვენი საზოგადოებიდან საშვილიშვილოდ, სადაც მას ჩვენდა საუბედუროდ და სამარცხვინოდ, მაინც მკვიდრად აქვს ფესვები გადგმული. ჩვენი სამძიმარი და მთლიანად საზოგადოების სახელით ჩვენი ბოდიში გარდაცვლილის ყველა ახლობელს, მათ შორის – შვილებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ თბილისში ქმარმა ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა. კიდევ ერთი ამასწინანდელი ინციდენტი ქალის დაჭრას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ყოფილმა ქმარმა დაჭრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S