Accentnews.ge
"ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეთა კლანში განგაშია, ხელისუფლებას დაცვას სთხოვენ"

"ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეთა კლანში განგაშია, ხელისუფლებას დაცვას სთხოვენ"

24/05/2022 11:28:43 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, "მოსამართლეთა კლანში განგაშია, ისინი ხელისუფლებას დაცვას სთოხვენ".

"ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეებში, კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ახლა ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ დაიცვას ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები, ვინაიდან, მათ მიაღებინეს უკანონო გადაწყვეტილებები", - განაცხადა დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტვით გამოსვლისას.

მანამდე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ–ის საელჩოს მიმართა, მოსამართლე ჩხიკვაძეზე განცხადება გააკეთოს. მისი თქმით, "ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S