პარლამენტში დაგეგმილი პოლიტიკური დებატები ხვალისთვის გადაიდო
24/05/2022 14:45:57 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 24 მაისის სხდომის დახურვამდე განაცხადა, რომ დღეისთვის დაგეგმილი პოლიტიკური დებატები ხვალ გაიმართება.
მან დეპუტატებს ხვალინდელი განრიგი წარუდგინა:
"გვექნება საარჩევნო კოდექსის მეორე-მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა;
შემდეგ იქნება პოლიტიკური დებატები;
დაახლოებით 4-5 საათზე "მინისტრის საათი".
დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისა და კანონპროექტების განხილვის შემდეგ პოლიტიკური დებატები "საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის" თემაზე უნდა გამართულიყო. მისი ჩატარება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს.
ხვალ პოლიტიკური დებატების შემდეგ "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე წარდგება.


