Accentnews.ge
"ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი, ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია"

"ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი, ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია"

24/05/2022 15:40:28 პოლიტიკა

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი ნატალია გავრილიცას დავოსში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან. ევროკავშირში გაწევრიანება ორივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. ამ გზაზე აქტიურად გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ჩემს კოლეგას კვლავ დავუდასტურე საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S