Accentnews.ge
„ოცნება“ და ენმ თვითმმართველობის კოდექსში ცვილებებზე შეთანხმდნენ

„ოცნება“ და ენმ თვითმმართველობის კოდექსში ცვილებებზე შეთანხმდნენ

24/05/2022 17:10:04 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას როგორც შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრი, ასევე პროპორციული სიით გამოკლებული წევრის მონაცვლეც შეძლებს. ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა დღეს მიიღო.

კანონპროექტის თავდაპირველად ინიცირებულ ვერსიით, რომლის ავტორიც „ქართული ოცნებაა“, ცვლილებები მხოლოდ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების საკითხს ეხებოდა. კერძოდ, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე შეძლებდა სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას, ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს.

აღნიშნული ფორმით ცვლილებებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, ბათუმის საკრებულოზე მორგებულად მიიიჩნევდნენ. რადგან ბათუმის საკრებულოში დღემდე ვერ ცნეს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი წევრის, „ქართული ოცნების” წარმომადგენლის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომებს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ და მათ გარეშე საჭირო კვორუმი ვერ გროვდება.

თუმცა ჩიხური ვითარება რჩებოდა სენაკის საკრებულოში, სადაც სხდომებს „ქართული ოცნება“ უცხადებს ბოიკოტს. თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციამ სხდომა მაინც ჩაატარა და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდიდან ერთი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, რის შემდეგაც საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა და თავმჯდომარეც აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ქმედებების არაკანონიერად ცნობისთვის სასამართლოს მიმართა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, რომ ცვლილებები პროპორციული სიით არჩეული წევრის მონაცვლის უფლებამოსილების ცნობაზეც გავრცელებულიყო.

„მე, როგორც მომხსენებელი, თანახმა ვარ, რომ ის წესი, რაც ჩვენ შემოგვაქვს მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრთან დაკავშირებით, გავრცელდეს პროპორცული გამოკლებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების საკითხზეც“, – განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა. თავის მხრივ, ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმება შეძლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S