Accentnews.ge
ნატალია გავრილიცა: "ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ"

ნატალია გავრილიცა: "ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ"

24/05/2022 17:41:42 პოლიტიკა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

ნატალია გავრილიცა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დავოსში, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ”, – წერს ნატალია გავრილიცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S