ღარიბაშვილი: "ხორვატ კოლეგასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე"
24/05/2022 17:42:41 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატ კოლეგასთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩემს ხორვატ კოლეგასთან. ანდრეი პლენკოვიჩთან ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ხაზი გავუსვით შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით რეგიონში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას,“ – წერს პრემიერ-მინისტრი.


