Accentnews.ge
"აშშ-ის საელჩოს დუმილი ნიშნავს, რომ ოპოზიციის ინფორმაცია იყო დემაგოგია და სიცრუე"

"აშშ-ის საელჩოს დუმილი ნიშნავს, რომ ოპოზიციის ინფორმაცია იყო დემაგოგია და სიცრუე"

25/05/2022 10:23:20 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის საკითხზე "აშშ-ის საელჩოს დუმილი ნიშნავს, რომ ოპოზიციის ინფორმაცია იყო დემაგოგია და სიცრუე".

"ამერიკის საელჩოს დუმილი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერი, რასაც ავრცელებდა ოპოზიცია იყო ცარიელი დემაგოგია და სიცრუე. ბუნებრივია, ვერც დავუშვებდით იმას, რომ აშშ-ის საელჩოს მხრიდან ასეთი რამ განხორციელდა, ამას არასდროს იკადრებდა ამერიკის საელჩო. შესაბამისად, თემა დაიხურა, გაირკვა, რომ ტყუილში სდებდა ბრალს რადიკალური ოპოზიცია ამერიკის საელჩოს. ოპოზიციამ ბრალი დასდო ამერიკის საელჩოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზემოქმედებაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში, რაზეც ჩვენ მოვითხოვეთ მათგან პასუხი, ვთხოვეთ საელჩოს რეაქცია, საელჩოს დუმილი ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კობახიძემ აშშ–ის საელჩოს მიმართა, გვარამიას საქმის მოსამართლის საკითხზე განცხადება გაევრცელებინა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S