Accentnews.ge
"ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს"

"ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს"

25/05/2022 11:22:06 პოლიტიკა

დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს"

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ხელისუფლებამ საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის ბინძური კამპანია წამოიწყო".

"სრულად გეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი განაცხადოს წარმატებასა და წარუმატებლობაზე. იცით რა, ეს ძალიან კარგად, სწორედ ამიტომ წამოიწყეთ საოცრად ბინძური კამპანია ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში. ახლა მე მინდა, ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე და არა არის ის მწარე სიმართლე, რომელიც ჩვენ დაგვხვდა ბრიუსელში. თქვენი ხელისუფლების დამსახურებით იმიტომ, რომ არც ერთ თქვენგანს ვინც ამ დარბაზში სხედხართ, ვისაც გქვიათ პრემიერ–მინისტრი ან მინისტრი აღარ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში. საქართველოს დღეს არ ლობირებს არც ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და მე მაინტერესებს, როდესაც გამოაცხადეთ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ევროდეპუტატები ოპოზიციის მოკავშირეებად – 750 დეპუტატია ევროპარლამენტში და აქედან 10–ია დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ, – სად არიან მეგობრები? თქვენი პოლიტიკური გუნდის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. იცით, რატომ არ არიან ისინი არსად? იმიტომ, რომ ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს და თქვენ არავის არ წარმოადგენთ", – განაცხადა სამადაშვილმა.

მან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთახმებას:

"რამდენჯერაც ჩახვალთ და დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ გარდა იმისა, რომ მიიღებთ გრძელ სიას გადასაჭრელი პრობლემებისა, მათ შორის არის 19 აპრილის შეთანხმება, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას დაპატიმრება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაუბრუნდით მიშელის შეთანხმებას და შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი".

ამასთან, მან პრეზიდენტს მიმართა, გამოიყენოს შეწყალების უფლება:

"აქვე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამოყენეთ თქვენთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება. ეს დღეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს"

"და ბოლოს, თუ არავინ არ გისმენთ და არანაირი შესაძლებლობა არ გაქვთ ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, წადით სახლში, რატომ ხართ ხელისუფლებაში?", – ხელისუფლებისადმი ამ მიმართვით დაასრულა სიტყვით გამოსვლა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S