Accentnews.ge
"მიუხედავად იმისა, როგორია საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას"

"მიუხედავად იმისა, როგორია საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას"

25/05/2022 11:45:31 პოლიტიკა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას და ეკლესიას მიმართავს ევროინტეგრაციის გზაზე ერთიანები იყვნენ.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია ამ პროცესის დროს გაჩუმება:

"თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვით და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც 4 კვირა დარჩა. გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებისკანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა! სტატუსის მინიჭებით მიღებული გამარჯვება იქნება ყველას გამარჯვება, და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ გმირების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა".

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსის გაშვება "არ გვეპატიება":

"მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, როგორია ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, ვინ, რა მოტივით ცდილობს დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, ვინაიდან ევროპულ არჩევანში ჩვენმა ქვეყანამ მძიმე ფასი არაერთხელ გადაიხადა".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S