Accentnews.ge
"ოცნება" არც პროევროპულია, არც პროამერიკული და არც პრორუსული, პროთავისია"

"ოცნება" არც პროევროპულია, არც პროამერიკული და არც პრორუსული, პროთავისია"

25/05/2022 11:58:33 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მოწყობის სტრუქტურა იმდენად ავტორიტარულია, რომ ის ბუნებრივად არ არის თავსებადი ევროკავშირის ფასეულობებთან.

გახარიას თქმით, ამიტომ გვეჩვენება ხანდახან, რომ ხელისუფლება დაკავშირებულია მოსკოვთან.

„მე არ ვიცი, მე ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს, მაგრამ შინაგანი მოწყობით საქართველოს ხელისუფლება არის ავტორიტარული, ამიტომ ის ძალიან ბუნებრივად მოძრაობის ავტორიტარული რეჟიმების მხარეს. ჩვენი უბედურება ისაა, რომ „ქართული ოცნება“ პროქართული არ არის. დღევანდელი ხელისუფლება არც პროევროპულია, არც პროამერიკული, არც პრორუსული. დღევანდელი ხელისუფლება არის პრო-თავისი. მათ ძალაუფლების შენარჩუნების, სავარძლებში ჯდომის და ფულის კეთების გარდა არაფერი აინტერესებთ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S