Accentnews.ge
გახარია – გვარამიას საქმეზე: "პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის"

გახარია – გვარამიას საქმეზე: "პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის"

25/05/2022 11:11:57 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა როგორც გახარია მიიჩნევს, ეს საქმე ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის.

„ვფიქრობ, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ეს საქმე [ნიკა გვარამიას] ვერ შეუშლის და არც უნდა შეუშალოს. ჩემთვის ნათელია, რომ ამ საქმის ახსნა პოლიტიკური მოტივის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. მაგალითი ერთი – ეს საქმე მიმდინარეობს წლებია, ანუ ამ საქმეზე განაჩენი შეიძლება დამდგარიყო ერთი ან ორი კვირით ადრე ან ერთი თვის შემდეგ. გასაგებია რომ ადამიანებმა მომენტუმი ამოარჩიეს სპეციალურად. მეორე, ამ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს რამდენიმე „ოფცია“, სასჯელის, ბევრად უფრო მსუბუქის, რომელიც არ შეუშლიდა იმ შემხვევაშიც, როცა ნიკა გვარამია დამნაშავეა სასჯელი აღსრულებულიყო, მაგრამ მას პროფესიული უფლებების შესრულება გაეგრძელებინა. [...] თვითონ მეთოდი როგორც გაკეთდა, სულ რომ 100%-იანი სწორი იყოს განაჩენი, რაშიც მე ეჭვს ვერ შვეიტან რადგან საქმე არ ვიცი და მოსამართლე არ ვარ, მაგრამ ის თუ როგორ იყო ეს პროცესი წარმართული და რა ნაბიჯებიც გადაიდგა აშკარად აჩვენებს ყველასთვის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო", – განაცხადა გახარიამ.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S