Accentnews.ge
უსუფაშვილი ივანიშვილს მიმართავს

უსუფაშვილი ივანიშვილს მიმართავს

25/05/2022 12:29:10 პოლიტიკა

"მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არა მგონია კარგად იყოთ თქვენ, ან მე 2022 წელს" - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა "ლელოს" წევრმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დებატებისას.

უსუფაშვილმა ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და შეახსენა 10 წლის წინანდელი მიზნები და დაპირებები, მათ შორის – ევროპული საქართველო, მრავალპარტიულობა, ქვეყნის გამთლიანება და თავისუფალი მედია.

"ძალიან ბევრი რამ სერიოზულად შეგვეშალა. მე არ ვიცი თქვენ როდის მოხვალთ იმ აზრზე რომ დაუფიქრდეთ რა შეგეშალათ. არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ იმას დაუფიქრდეთ, რა შეგეშალათ. მე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, 4 წლის განმავლობაში გაკეთებულს კი არა, რაც თქვენთან ერთად ვიყავი, ვერგაკეთებულს. იმას, რომ ვერ შევძელით 4 წლის განმავლობაში ის მანკიერი სისტემა, რომელიც მემკვიდრეობით დაგვხდა, შეგვეცვალა და ქვეყანა მართლა ევროპულ გგაზე დაგვეყენებინა. ეს რომ ვერ შევძელი მე და ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ, მთელი ცხოვრება ტვირთად გამყვება იმიტომ, რომ მაშინ იყო ამის ამოძირკვის დრო“, - მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს.

უსუფაშვილის თქმით, ქვეყნის საქმე უბრალოდ ცუდად კი არა, ძალიან ცუდადაა:

"მე მინდა, ბატონო ბიძინა, გითხრათ, რომ აი, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ ქვეყნის საქმე ცუდადაა, ევროპული ინტეგრაცია და ა.შ. არ დაიჯეროთ, ცუდად არაა საქმე. სიმართლე ისაა, რომ ძალიან ცუდადაა, ძალიან ცუდად და ქვეყნის ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი დემოკრატიული სამყაროს მხრიდან არასოდეს არ ყოფილა ასეთი თუ არ ჩავთვლით 92-93 წლების რაღაც გაუგებარ ამბავს, როცა ავტომატებით დავრბოდით ქუჩაში სუყველანი".

უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა დროს ივანიშვილის მიერ ირაკლი კობახიძეზე და ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებული შეფასებები გაიხსენა.

„ღარიბაშვილს პირველი პრემიერობიდან რომ უშვებდით, იყავით გაოგნებული, ეს რა ქნაო. თავისი ლაპარაკით და ქმედებებით, ძირითადად ლაპარაკით, კინაღამ ისეთ დღეში ჩამაგდო, თვალებში ვეღარ ვუყურებ ჩვენს უცხოელ კოლეგებსო. ის თავი უკვე მოჭრილი გაქვთ მისი გამოისობით“, – მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს.

მისი თქმით, ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა კობახიძეს "საშიში კაცი" უწოდა:

„ისიც მახსოვს, რა გაოგნებული იყავით, ეს საშიში კაცია, მგონიო. მეორე ირაკლიზე ამბობდა, სამი საათი გამალებული დებატებში ვსხედვართ მაგიდის გარეშემო და სამი საათი შეუძლია იჯდეს აბსოლუტურად ჩუმად და უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. განსხვავებაა ისა, რომ სამი საათი ლაპარაკობს ის კაცი ახლა. იფრქვევა ყოველდღე მარგალიტები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

„ძალაუფლების შენარჩუნებით მოტივით იმ გზას დაადექით თქვენ და თქვენი გუნდი, რაც შეუთავსებელია ევროპასთან”, – მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S