Accentnews.ge
"ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის კანონმდებლობასთან"

"ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის კანონმდებლობასთან"

25/05/2022 12:32:29 პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ მოხსნა პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

24 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიმართა, მოსამართლე ჩხიკვაძეზე განცხადება გაეკეთებინა. მისი თქმით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S