Accentnews.ge
ვაშაძე – "ოცნებას": "თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, არ დააკავებდით ნიკა გვარამიას, მესამე პრეზიდენტს არ გაანადგურებდით ციხეში"

ვაშაძე – "ოცნებას": "თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, არ დააკავებდით ნიკა გვარამიას, მესამე პრეზიდენტს არ გაანადგურებდით ციხეში"

25/05/2022 13:54:13 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ევროატლანტიკური ინტეგრაცია რომ სურდეს, "მთავარი არხის" დირექტორს არ დაიჭერდა, მესამე პრეზიდენტის დიაგნოზის დასადგენად კი უცხოეთიდან ჩამოიყვანდა ექიმთა ჯგუფს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან ხელისუფლებას გაახსენა "5-6 ივლისის მოვლენები, "გავრილოვის ღამე", კლანის გამეფება სასამართლოში, ევროპარლამენტარების საქართველოს მტრად გამოცხადება, ელჩებზე თავდასხმა".

"თქვენ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გინდოდეთ პრემიერის ვიზიტის პარალელურად, არ დაიჭერდით ნიკა გვარამიას, რომელიც თქვენთვის ოპონენტი, კრიტიკული ტელევიზიის რედაქტორია, თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, არ იტყოდით უარს იმ თანამშრომლობის არაერთ მექანიზმზე, რომელიც ოპოზიციამ შემოგთავაზათ, ერთობლივ ვიზიტზე ბრიუსელში, არ იტყოდით ჩვენს ინიციატივაზე უარს, როცა შემოგთავაზეთ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა. თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, დღეს ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვივლიდით ევროკავშირის დედაქალაქში და ყველას სკეპტიკოსს, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ვთხოვდით მხარდაჭერას, ვაჩვენებდით ერთიანობას. თქვენ რომ ევროინტეგრაცია გინდოდეთ, მესამე პრეზიდენტს კი არ გაანადგურებდით ციხეში, არამედ რეალურად იმას რასაც მარტივს გთავაზობენ, საერთაშორისო ექიმების ჯგუფს ჩამოიყვანდით", - განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S