Accentnews.ge
კობახიძე: "აშშ-ის საელჩოს განცხადებით "ცივი წყალი" გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს საელჩო სჩადიოდა დანაშაულს"

კობახიძე: "აშშ-ის საელჩოს განცხადებით "ცივი წყალი" გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს საელჩო სჩადიოდა დანაშაულს"

25/05/2022 15:06:25 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „ცივი წყალი“ გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, "თითქოს საელჩო სჩადიოდა დანაშაულს".

ასე უპასუხა ჟურნალისტებს კობახიძემ, რომელმაც 24 მაისს აშშ-ის საელჩოს მოუწოდა, "სპეკულაციების დასასრულებლად" განცხადება გაევრცელებინა.

"რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო სჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას. ამ განცხადებით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას ამასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდაჭერის მიზნით წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან", - წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება, 20 მაისს გავრცელდა.

აღნიშნულმა მოსამართლემ 16 მაისს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S