"ყველამ, ვინც შეინარჩუნა ჩვენი თავისუფლება, სისხლი გაიღო, რათა ჩვენ შეგვძლებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და პრეტენზია გვქონოდა ჩვენს ევროპულობაზე"
26/05/2022 06:56:38 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იხსენებენ ყველას, ვინც იბრძოდა და შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება.
„აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, აგვერჩია საქართველოს მომავალი და პრეტენზია გვქონოდა ჩვენს ევროპულობაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.


