Accentnews.ge
"საქართველო  სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე თავდაჯერებულად მიდის"

"საქართველო  სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე თავდაჯერებულად მიდის"

26/05/2022 10:09:12 პოლიტიკა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, – იუწყება БЕЛТА.

„როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიდის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით“, – აცხადებს ლუკაშენკო.

მისი თქმით, "ორი ერს შორის კეთილგანწყობა ყოველთვის იყო და რჩება ბელარუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ აქტიურად უნდა განვითარდეს".

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S