Accentnews.ge
"ზურაბიშვილს მკაფიო ნაბიჯები არ გადაუდგამს, ნამუსს სწმენდს რეჟიმს"

"ზურაბიშვილს მკაფიო ნაბიჯები არ გადაუდგამს, ნამუსს სწმენდს რეჟიმს"

26/05/2022 15:40:07 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას ჯერ–ჯერობით მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაუდგამს და "ბიძინა ივანიშვილის სახიფათო რეჟიმის ნამუსის მოწმენდითაა დაკავებული“.

მისი თქმით, "საჭიროა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გზავნილის მიტანა და ასევე, ქვეყნის გარეთაც მკაფიო სურათის დახატვა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს რეჟიმი ჩვენი მომავლისთვის":

“საქართველოში ვითარება იმ საზღვარს გაცდა, როდესაც მიკიბ-მოკიბვით საუბარი რაიმეს მომტანი იყოს. აქ არის ძალიან კონკრეტული ვითარება. თუ გარე საფრთხე ჩვენი მომავლისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის არის პუტინის ბოროტების იმპერია, ჩვენ შიგნით, ჩვენი ქვეყნის მომავლის, თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსეული ცხოვრების, ამ ჭაობიდან ამოსვლის მთავარი ბარიერი, პრობლემა და საფრთხე არის ივანიშვილი თავის გარემოცვასთან ერთად. ეს არის ძალიან მკაფიო ვითარება. თუ ამაზე პირდაპირ და გარკვევით არ საუბრობ, ზოგადი საუბარი არაფრის მომტანი არაა. მერე რაც მთავარია, მკაფიო პოზიციას მკაფიო ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჯერ ჩვენ ეს არ გვინახავს. აკეთებს ხოლმე რაღაც მინიშნებებს და შემდეგ მისი მხრიდან საპირისპირო მინიშნებებიც მოჰყვება ხოლმე. ჩვენ გვახსოვს მისი ნორმალური გზავნილი ხელისუფლების სამარცხვინო, პუტინისტურ პროპაგანდასთან მიმართებაში რუსეთის უკრაინაში აგრესიის საკითხზე, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მან „ქართული ოცნება“ დაიცვა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენო, ამიტომ სანამ არ ვნახავთ, რომ მისი პოზიცია მკაფიო, თანმიმდევრული გახდა და მერე ამას ამ რეჟიმის მიმართ ნაბიჯები მოჰყვა, რაც მას ნებისმიერი მიმართულებით ხელეწიფება, მაგალითად, პოლიტიკურად დევნილი გვარამიას, ან სხვების შეწყალება, ასევე, სხვა საკითხებშიც ნაბიჯები, აზრი არ აქვს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S