Accentnews.ge
ზარქუა – მაკრონის განცხადებაზე: "ჩვენ ვართ მტკიცედ, პირიქით, მე მოვუწოდებდი ევროპას, რომ იყოს ერთიანი 24 თებერვლის შემდეგ გახმოვანებულ გზავნილებში"

ზარქუა – მაკრონის განცხადებაზე: "ჩვენ ვართ მტკიცედ, პირიქით, მე მოვუწოდებდი ევროპას, რომ იყოს ერთიანი 24 თებერვლის შემდეგ გახმოვანებულ გზავნილებში"

26/05/2022 15:52:18 პოლიტიკა

"ჩვენ ვართ მტკიცედ, პირიქით, მე მოვუწოდებდი ევროპას, რომ იყოს ერთიანი 24 თებერვლის შემდეგ გახმოვანებულ გზავნილებში", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დღევანდელ განცხადებას.

ზარქუას თქმით, საქართველო იცავს ყველა ევროპულ კრიტერიუმს აგრესორის წინააღმდეგ.

"აგრესორის წინააღმდეგ დაწესებულ ფაქტობრივად, ყველა ადეკვატურ სანქციას მივუერთდით. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვთქვით, რომ რუსეთი ოკუპანტია და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არც ერთი სანქცირებული პირი ან ბიზნეს ინტერესი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ვიცავთ ამ ევროპულ გზავნილს და ჩვენ ვიცავთ ყველა იმ კრიტერიუმს, რაც დაწესებულია აგრესორის წინააღმდეგ. მე მოვუწოდებდი პირიქით ევროპას, რომ იყონ ერთიანი თავიანთ პრინციპულობაში და ერთიანი იმ გახმოვანებულ გზავნილებში, რაც მათ გააკეთეს 24 თებერვლის შემდეგ. მე ამას ვისურვებდი. ჩვენ ვართ მტკიცედ, მყარად", – განაცხადა ზარქუამ.

დღეს ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი წერილი გამოუგზავნა, რომელშიც შემდეგი განაცხადა:

"მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S