"მე გამოვალ ციხიდან და სააკაშვილი კვდება, წამების "ქეისებს" ევროკაშირში შეუშვებენ?"
26/05/2022 19:23:26 პოლიტიკა
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, ევროკავშირმა საქართველო მიიღოს.
"მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ ამ ჩემ საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ იგი კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და იგი კვდება. ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში? წამების "ქეისებს" შეუშვებენ შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად",– ამბობს ნიკა გვარამია ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუში.


