Accentnews.ge
პარლამენტში პრემიერსა და მინისტრებს ელოდებიან, შენობაში შესვლა იზღუდება

პარლამენტში პრემიერსა და მინისტრებს ელოდებიან, შენობაში შესვლა იზღუდება

27/05/2022 06:49:19 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესვლა შეზღუდული იქნება ყველა პირისთვის, გარდა თავად დეპუტატებისა და მედიის წარმომადგენლებისა.

"27 მაისს, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - აცხადებენ პარლამენტის პრეს-სამსახურში.

დღეს ინტერპელაციის წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S