Accentnews.ge
სამადაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრს: "სად არის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი განაცხადის?"

სამადაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრს: "სად არის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი განაცხადის?"

27/05/2022 09:00:50 პოლიტიკა

"სად არის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი განაცხადის?", – ასე მიმართა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

მისი შეფასებით, დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი "არაკომპეტენტურია".

"ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, ყველანი გაოცებული დავრჩით. არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე. ვერ მოვისმინე თქვენგან ვერანაირი ნიშანი ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის განაცხადთან დაკავშირებით. მე მაქვს მარტივი შეკითხვა, ჩვენ რომ გვაქვს სურვილი, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ გასაგებია, მაგრამ ევროპაში ვინმეს აქვს სურვილი თქვენი ხელისუფლების პირობებში მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სატატუსი? ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია განაცხადთან დაკავშრებით. ევროპარლამენტმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, რომ მხარს უჭერს მოლდოვისა და უკრაინის განაცხდს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. სად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია? რატომ არ არის მსგავსი რეზოლუცია არათუ მიღებული, არამედ პარლამენტის დღის წესრიგშიც კი არ არის შეტანილი. მინდა, შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ერთი სესია რჩება ევროპარლამენტს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე. ხომ არ გასცემთ საზოგადოებას პასუხს, სად არის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი განაცხადის?", – მიმართა სამადაშვილმა დარჩიაშვილს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S