"ის რაც ხდებოდა უკრაინის ქალაქებში, საქართველომ გამოიარა წლების წინ, მაშინ დაშვებულმა შეცდომებმა, რუსეთის აგრესია კიდევ უფრო გაააქტიურა... ამგვარი შეცდომების გამეორება დაუშვებელია”
27/05/2022 09:35:40 პოლიტიკა
რუმინეთის პარლამენტში გაიმართა უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ეძღვნებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ გამოწვევებს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე.
ფორუმზე რამდენიმე თემა განიხილეს.- უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები და ტრეფიკინგი, მულტილატერალიზმის საფრთხეები არსებულ ვითარებაში. ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც ბალკანეთის, ასევე აშშ-ს, ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც.
ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველო" ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნოშნულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პარტიის წევრი გიგი წერეთლი.
მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. რომ, “დღევანდელი ვითარება და ომის შედეგი განსაზღვრავს სამომავლოდ უსაფთხოების ახალ არქიტექტურას".
"ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, ომის დანაშაული, უზარმაზარი ადამიანური ტრაგედია და მსხვერპლი, რუსული აგრესიის შედეგია. ამაზე აუცილებლად უნდა დადგეს უმკაცრესი პასუხისმგებლობა და რაც ყველაზე მთავარია, დღეს არის ის მომენტი, როდესაც გაერთიანებულმა დემოკრატიულმა ძალებმა, დასავლეთმა არა თუ უნდა შეაჩეროს ეს აგრესია, არამედ უკრაინასთან ერთად უნდა დაამარცხოს იგი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა არის მთავარი საფუძველი. ის რაც ხდებოდა ბუჩაში, ირპენში თუ სხვა ქალაქებში, საქართველომ გამოიარა წლების წინ, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ეს იყო სწორედ რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შედეგი. დღესაც , საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ადამიანები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
სამწუხაროდ , იმ პერიოდისთვის დაშვებულმა შეცდომებმა, არასაკმარისმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, რუსეთის აგრესია კიდევ უფრო გაააქტიურა. სწორედ ამის შედეგია უკრაინაში დაწყებული ომი 2014 წელს და უკვე ახლანდელი უფრო მასშტაბური ომიც. ამიტომ , ამგვარი შეცდომების გამეორება დაუშვებელია” - განაცხადა წერეთელმა.
ღონისძიების ფარგლებში, გიგი წერეთელი შეხვდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს , ნიკოლაი შიუკას, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სფეროს ექსპერტებს.


