Accentnews.ge
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი საპარლამენტო ასამბლეას ჩამოაყალიბებენ

საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი საპარლამენტო ასამბლეას ჩამოაყალიბებენ

27/05/2022 09:55:55 პოლიტიკა

მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავიწყეთ მუშაობა საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბების შესახებ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული კავშირების გაძლიერებას. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბდა სამაგალითო სტრატეგიული კავშირი, რომელიც მოიცავს ხელისუფლების ყველა შტოს. სომხეთთან ჩვენი მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, საქართველოს თავის მეზობლებთან, რა თქმა უნდა, რუსეთის გამოკლებით, ასეთი მჭიდრო კავშირები ჯერ არასოდეს ქონია. გუშინ წინ დავბრუნდი აზერბაიჯანიდან, სადაც გავმართეთ მორიგი სამმხრივი შეხვედრა საპარლამენტო საგარეო კომიტეტების დონეზე და მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავიწყეთ მუშაობა საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ, ამ ფორმატის შექმნა ახალ ფურცელს გადაშლის ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობებში და მეტად გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობისათვის" - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, "იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, სწორედ ამ სამი ქვეყნის დახმარებით, შესაძლებელია ახალი ენერგომომარაგების და სატრანზიტო დერეფნების განვითარება, რითაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დასავლეთისთვის, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S