Accentnews.ge
წითლიძე – დარჩიაშვილს: "რა უპასუხეთ ევროკავშირს 20 ივნისზე და 5 ივლისზე?"

წითლიძე – დარჩიაშვილს: "რა უპასუხეთ ევროკავშირს 20 ივნისზე და 5 ივლისზე?"

27/05/2022 10:00:15 პოლიტიკა

"რა უპასუხეთ ევროკავშირს 20 ივნისზე და 5 ივლისზე?", – ამ კითხვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა ანი წითლიძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

ანი წითლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე პასუხები იცოდეს მოსახლეობამ.

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარზე პასუხების არგამოქვეყნების გამო.

"რა უპასუხეთ კითხვაზე, როგორ ინიშნებიან მოსამართლეები? რა უპასუხეთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე ამ ქვეყანაში? რა უპასუხეთ სამართლიან არჩევნებზე, როდესაც სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებენ კანონიერი ქურდები? რა უპასუხეთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაზე? ამ ქვეყანაში იყო 20 ივნისი, როდესაც ახალგაზრდებს დათხარეთ თვალები, რა უპასუხეთ უმცირესობის უფლებებზე და მათ ინტეგრაციაზე? თქვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა 5 ივლისი და იქ მოწყობილი სასაკლაო", – მიმართა წითლიძემ ილია დარჩიაშვილს და მმართველ პარტიას.

მოგვიანებით, დარჩიაშვილმა განცახადა, რომ "მოვა დრო", როდესაც ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს გამოაქვეყნებენ.

"არც ერთ ქვეყანას, მათ შორის ჩვენ, არ გვქონდა ვალდებულება კითხვარის გასაჯაროების, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ და პრემიერმინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გახდა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა მსურველს ენახა კითხვარის შემადგენლობა. რაც შეეხება პასუხებს, აქ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც არ მოხერხდა ამ დოკუმენტის გასაჯაროება. პირველ რიგში, ჩვენ გაგზავნილი დოკუმენტი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მუშა დოკუმენტი. ჩვენ პროცესში ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შესაძლებელია სამუშაო პროცესში გამოიკვეთოს ზოგიერთ პასუხთან მიმართებით სხვადასხვა პოზიციები, რომლებიც შეიძლება დაკორექტირდეს, ან არ დაკორექტირდეს. ამიტომ, ეს მუშა პროცესია, შესაბამისად, დოკუმენტი, რომელსაც ჯერ არ აქვს საბოლოო სახე მიღებული ჩვენ ამას ერთი მხრივ ვერ გავასაჯაროებდით, თუმცა მოვა დრო, როდესაც ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება", - განაცხადა დარჩიაშვილმა წითლიძის კითხვის საპასუხოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S