Accentnews.ge
პაპუაშვილმა ჟურნალისტები პარლამენტში გვარამიას მხარდამჭერი ბანერის გამოკიდებისთვის გააკრიტიკა

პაპუაშვილმა ჟურნალისტები პარლამენტში გვარამიას მხარდამჭერი ბანერის გამოკიდებისთვის გააკრიტიკა

27/05/2022 12:04:36 პოლიტიკა

ჟურნალისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას მედიის ლოჟიდან "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვისთვის შენიშვნა მისცა და მედიის სტანდარტები შეახსენა.

"პატივცემულო ჟურნალისტებო, ის ლოჟა, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით, არის განკუთვნილი ჟურნალისტებისთვის იმისთვის, რომ მანდედან აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა. თქვენ რასაც აკეთებთ, სინამდვილეში ამით გადმოფინეთ ის პრობლემა რომელიც ქართულ მედიაში არის. სამწუხაროდ, მედიის ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქნელი. სწორედ ამით ხართ დაკავებული ახლა - ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბებს. თქვენ ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ის არის გამოყოფილი" - უთხრა შალვა პაპუაშვილმა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს.

16 მაისს სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S