Accentnews.ge
ზურაბიშვილი – მოლდოველ კოლეგას: "ჩვენ ველით ევროკავშირის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებას"

ზურაბიშვილი – მოლდოველ კოლეგას: "ჩვენ ველით ევროკავშირის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებას"

27/05/2022 12:49:52 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის ლიდერ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც "ასოცირებული ტრიოს" სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S