Accentnews.ge
ღარიბაშვილი – Le Figaro–ს სტატიაზე: "მისი ავტორი რაფაელ გლუკსმანის მეგობარია, შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია"

ღარიბაშვილი – Le Figaro–ს სტატიაზე: "მისი ავტორი რაფაელ გლუკსმანის მეგობარია, შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია"

27/05/2022 13:30:10 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება Le Figaro–ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით "საქართველო შორდება ევროკავშირს, რათა დაუბრუნდეს მოსკოვის ორბიტას“ და მას "მორიგ ბინძურ სტატიას" უწოდებს.

მისი თქმით, ეს არის "რაფაელ გლუკსმანის მიერ შეკვეთილი სტატია".

"რეალურად ეს არის მორიგი ბიძნური სტატია, რომელიც არის შეკვეთილი გლუკსმანის მიერ, იგი სააკავშილის მრჩეველი იყო იმ დროს, როცა საკააშვილი ხალხს აუპატიურებდა, კლავდა, ტანჯავდა, რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოდ. ეს ადამიანი დღეს ევროპარლამენტარია. იზაბელ ლასერი არის სტატიის ავტორი, რომელიც მისი მეგობარია და შესაბამისად ეს არის გლუკსმანის მიერ შეკვეთილი სტატია. ეს არის მოროგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება", – განაცხადა პრემიერმა.

"ვლადიმერ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს თავისი ქვეყანა საქართველო დასავლურ დემოკრატიულ ოჯახს რეფორმების წყალობით მიამაგრა, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება",- ამის შესახებ სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და შეუერთდეს ევროპულ სანქციებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ მიიჩნევს".

"ამ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ქარიზმატულმა და პროევროპელმა ექსპრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაუძლოს არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიც ის არის“,- აღნიშნულია სტატიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S