Accentnews.ge
"პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ სამადაშვილი და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს"

"პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ სამადაშვილი და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს"

27/05/2022 13:47:52 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დეპუტატი სალომე სამადაშვილია ერთ-ერთი ის ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც საქართველოს "მტრობს" და ამის შესახებ მას ევროპარლამენტში უთხრეს.

"სალომე სამადაშვილი იყო პირადად დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ, დადიან და ჭორაობენ და როგორც გლუკსმანი ჰყავთ დაქირავებული. პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს. ეს არის მტრობა და თქვენ [ოპოზიცია] პროტესტი არ გიჩნდებათ ამაზე არცერთს. გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი და საუბრობს შავ ხვრელებზე. თქვენს ტვინში ჩაიხდეთ, იქნებ მანდ არის რეალური პრობლემები. ახლა, როცა ევროკავშირისგან ველოდებით ყვლაზე მნიშვნელოვან განცხადებას, ეს ადამიანები, ვითომ პატრიოტები ავრცელებენ განცხადებას. ეს არის მტრობა და ღალატი ჩვენი ქეყნის ეროვნული ინტერესების", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა ღარიბაშვილს დღეს მოუწოდა, "გამოაქვეყნოს ის გრძელი და კრიტიკული სია, რომელიც ბრიუსელიდან გამოატანეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S