ანა წითლიძემ ირაკლი ღარიბაშვილს „ივანიშვილის მონა“, პრემიერმა კი ოპოზიციონერ დეპუტატს „საცოდავი ადამიანი“ უწოდა
27/05/2022 13:55:54 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა ხმაურით დასრულდა.
დარბაზიდან ღარიბაშვილის მისამართით მწვავე რეპლიკები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთა და მესამე პრეზიდენტი რევოლუციური სცენარის გათამაშების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით „ირაკლი კადიროვი“, ღარიბაშვილს „ივანიშვილის მონა“ უწოდა. თავის მხრივ, ღარიბაშვილმა წითლიძეს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ“.


