Accentnews.ge
ღარიბაშვილი –ოპოზიციას: "შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდისტ-საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა დესტაბილიზაცია, არ გამოუვიდათ, არ გამოგივათ არასოდეს"

ღარიბაშვილი –ოპოზიციას: "შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდისტ-საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა დესტაბილიზაცია, არ გამოუვიდათ, არ გამოგივათ არასოდეს"

27/05/2022 14:05:13 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება "დესტაბილიზაციას" და "რევოლუციის" მოწყობას ემსახურებოდა.

"იცით რა არის უბედურება, თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი რაც ჰქონდათ ამათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაიმენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა. ესეც ვერ მოახერხეს შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდისტ-საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ, არ გამოგივათ არასოდეს" , – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S