დეკანოიძე: "თქვენი გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, ე.ი. ომი გინდათ, ხო?!"
27/05/2022 14:00:00 პოლიტიკა
პარლამენტში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოთვალა, რა გააკეთა მთავრობამ უკრაინაში ომის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამოსარიცხად. მანვე ახსნა, რომ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები უზრუნველყოფს "სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას".
"გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, კეთილი იყო თქვენი მობრძანება კლუბში, ე.ი. ომი გინდათ ხო?! ასე გამოდის ნამდვილად. მე მგონი, აცდენაა თქვენსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილს და შეახსენა მას, რომ ყველას, ვინც საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე საუბრობს, "გვნათლავენ, რომ ჩვენს სამშობლოში გვინდა ომი".
ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოთვალა ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების მოქმედებები, რომელიც, "აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისოაბაშია":
"პრობლემა რომელიც VTB ბანკთან დაკავშირებით შეიქმნა, მაღალ დონეზე იქნა მართული, მოგეხსენებათ ეს ბანკი იყო სანქცირებული და ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ ისე, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩენია ჩვენს არც ერთ პარტნიორს".
ირაკლი ღარიბაშვის განცხადებით ევროკავშირის სტანდერტების შესაბამისად ხორციელდება საბაჟო კონტროლი. პროდუქტის შეტანა- გატანა 20 საბაჟო პუნქტის გავლით ხდება და საქონელი ათასზე მეტი მებაჟე-ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება საბაჟო პუნქტს "ყაზბეგში" გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, კანაიდან, დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი პროდუცქციის რეექსპორტი რუსეთში "რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა".
მისივე თქმით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მარეგულირებელი პროცედურები საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იქნას რისკები რაც სანქციებს და სანქცირებულ პროდუქციას უკავშირდება.
მან, ასევე ჩამოთვალა, სხვა უწყებების საქმიანობის სფეროებში არსებული რეგულაციები.
ამ ჩამონათვალზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილს პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა:
"თქვენი გამოსვლიდან ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო მიერთებული ყოფილა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ანუ ის, რასაც კატეგორიულად უარყოფდით თქვენ პირადად და თქვენი მთავრობაც არ იყო მართალი", - თქვა დავით უსუფაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო აქამდეც, მთელი ხელისუფლება ორი თვის განმავლობაში საუბრობდა და ხსნიდა .
"პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ყველა საერთაშირისო ფორმატში მხარი დავუჭირეთ უკრაინიას მხარადამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი სწორი მოტივით - ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებზე წასუხის გასაცემად შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: დავით უსუფაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედინმა, თამარ კორძაიამ და დილარ ხაბულიანმა დაიბარა


