საპარლამენტო ოპოზიციამ 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა
27/05/2022 14:34:13 პოლიტიკა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა "ევროპასთან დასაახლოებლად და რეფორმების განსახორციელებლად" შვიდპუნქტიანი წინადადების პაკეტი წარადგინეს.
გეგმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა:
- ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
- საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიღება;
- შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა;
- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში;
- მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
- ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
- მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა.


