Accentnews.ge
ზელენსკი: "პუტინთან საუბარი არ გვსურს, თუმცა ომის დასრულებისთვის საჭირო იქნება"

ზელენსკი: "პუტინთან საუბარი არ გვსურს, თუმცა ომის დასრულებისთვის საჭირო იქნება"

27/05/2022 15:06:46 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარი არ სურს, თუმცა აუცილებელია, რეალობას თვალი გაუსწოროს, რომ ომის დასრულებითვის ეს, სავარაუდოდ, საჭირო იქნება.

"არსებობს საკითხები, რომელთა რუსეთის პრეზიდენთან განხილვაც საჭიროა. არ გეუბნებით, რომ ჩვენს ხალხს მასთან საუბარი სურს, თუმცა იმ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომელშიც ვცხოვრობთ. რა გვინდა ამ შეხვედრისგან - ჩვენ ცხოვრების დაბრუნება გვსურს. გვინდა, დავიბრუნოთ სუვერენული ქვენის ცხოვრება საკუთარ ტერიტორიაზე". - თქვა ზელენსკიმ ინდონეზიურ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სერიოზულ მზადყოფნას ჯერჯერობით არ გამოთქვამს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S