Accentnews.ge
ნაცვლიშვილი – ეკონომიკის მინისტრს: "როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დუღს, ადამიანები ყოველდღე ალაგებენ ჩემოდანს და გარბიან?!"

ნაცვლიშვილი – ეკონომიკის მინისტრს: "როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დუღს, ადამიანები ყოველდღე ალაგებენ ჩემოდანს და გარბიან?!"

27/05/2022 17:00:35 პოლიტიკა

დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისადმი მიმართვისას სიღარიბესა და მიგრაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ „უბრალოდ შიმშილით არ მოკვდნენ“.

„როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დუღს, ადამიანები ყოველდღე ალაგებენ ჩემოდანს და გარბიან? ისინი არ გარბიან კარგი ცხოვრებისთვის და იმ პროფესიით სამუშაოდ, რომლის კვალიფიკაციაც მათ აქვთ, არ გარბიან დალაგებული პერსპექტივისთვის. ისინი გარბიან იმიტომ, რომ აქ უბრალოდ შიმშილით არ მოკვდნენ. არ ვიცი თქვენ ბოლოს, როდის იყავით საჯარო ტრანსპორტში, ბაზარში, ქუჩაში, კამერების და პროტოკოლის გარეშე, სადაც დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც მდუღარე ეკონომიკისთვის მადლობას გეტყვიან. თუ თქვენ გახვალთ, ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე არიან ომში სიღარიბესთან და ეს არის ყველაზე დიდი ომი ამ ქვეყანაში, რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ დაასრულა. რა გაქვთ სათქმელი ამ ადამიანებისთვის? მინდა გთხოვოთ, რომ მათ მიმართოთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან მიმართა მმართველ გუნდსაცდაუსვა კითხვა, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ეკონომიკაზე „ჩამოკიდებული არ იყოს“.

„ცოტა ხნის წინ აქ თქვენი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც თქვა, რომ რუსეთში საქართველოს მილიონი მოქალაქე არის გადახვეწილი და რაღაცები ამით გაამართლა. რას იტყვით თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის შემდეგ, ნორმალურია, რომ ეს მილიონი ადამიანი კიდევ რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში არის გადახვეწილი, სადაც მათ ძალიან მძიმე პირობებში უწევთ თავის გატანა? ამ მილიონი ადამიანის დაბრუნებაზე ოდესმე უნდა იფიქროთ თუ არ აპირებთ ფიქრს? როცა საუბარია იმაზე, რომ რუსეთის მიმართ რაღაც მოქმედებებს ვერ გავატარებთ, რადგან ძალიან დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკა რუსეთზე, ვისია ეს პასუხისმგებლობა? ვინ გახადა ეს ქვეყანა რუსეთზე ასე დამოკიდებული? რა არის გეგმა იმისა, რომ ახლა მაინც, როდესაც მსოფლიო იღებს ზომებს, რათა აგრესორი იზოლაციაში მოაქციოს, ახლა მაინც საქართველომ შეძლოს თავისი სუვერენიტეტი გაამყაროს და ასე ჩამოკიდებული არ ვიყოთ ოკუპანტი სახელმწიფოს ეკონომიკაზე?“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S