Accentnews.ge
"ნატო აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს წარმოდგენილობის ზრდისგან აღმოსავლეთ ევროპაში"

"ნატო აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს წარმოდგენილობის ზრდისგან აღმოსავლეთ ევროპაში"

30/05/2022 05:41:45 პოლიტიკა

"ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავი შეიკავოს წარმოდგენილობის ზრდისგან აღმოსავლეთ ევროპაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა თავისი ნაბიჯებით გააუქმა 25 წლის წინ ნატო-სთან ხელმოწერილი დამფუძნებელი აქტი ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ.

"რუსებმა აიღეს ვალდებულება, არ დასხმოდნენ თავს მეზობლებს, რასაც ახლა აკეთებენ; მათ აიღეს ვალდებულება, ნატო-სთან რეგულარული კონსულტაციები გაემართათ, რასაც არ აკეთებენ. ალიანსი აღარ არის შეზღუდული აღმოსავლეთ ფლანგზე ძლიერი პოზიციის შესაქმნელად", – განაცხადა ჯოანამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S