Accentnews.ge
"უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმა არ განიხილება, გამორიცხულია"

"უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმა არ განიხილება, გამორიცხულია"

30/05/2022 05:07:00 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმა არ განიხილება.

მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც სამხედრო ტექნიკით დაეხმარნენ, ნატო–სა და ევროკავშირის დაცვის ქვეშაა, საქართველო კი ყველაზე ახლოს დგას საფრთხესთან და აგრესორ ქვეყანასთან პროვოკაციის რისკი დაუშვებელია.

"ჩვენი მხარდაჭერა იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმას, რა თქმა უნდა, ის არ განიხილება და ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, გამორიცხულია. ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო მოქმედებებთან, რა თქმა უნდა, იქნება აღქმული ისე, როგორც იქნება აღქმული. შესაბამისად, ის, ვინც ამას ითხოვს და ამისკენ მოგვიწოდებს, ზოგიერთი უნებლიედ, მაგრამ ბევრი – ნებსით, აქეთკენაა მიმართული, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ პარტია „მოქალაქეების“ წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში ომში იბრძოდა, ინიციატივით გამოდის, რომ საქართველომ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მიიღოს.

"უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს გავაკეთოთ ის, რასაც პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი აკეთებს. ერთის მხრივ, დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ, მეორეს მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება. პოლონეთი აწვდის საბჭოთა იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინისთვის და სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას. შეგვიძლია ჩვენც ეს გავაკეთოთ, საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. ამას გარდა, არაჩვეულებრივ ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს აწარმოებს „დელტა“, რაც უბრალოდ შეგვიძლია გავუგზავნოთ. შეგვიძლია ,გავუგზავნოთ „დიდგორები“ სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის კავშირგაბმულობის მანქანა სამედიცინო „მედევაკები“. პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას, იქით ლანძღავთ ზელენსკის“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S