Accentnews.ge
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

30/05/2022 08:30:37 პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის „ქართული ოცნების“ გარდა, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძეც იყო.

საკრებულოს სხდომას არ დაესწრო ოპოზიციის ნაწილი. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს მანდატიც დატოვა.

რამაზ ჯინჭარაძე საკრებულოს დეპუტატი შუალედური არჩევნების შედეგად გახდა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს სხდომის ჩატარებას და ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობას ბოიკოტს უცხადებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯინჭარაძის უფლებამოსილება სცნო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S