"ხელს ვადებ ღარიბაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი"
30/05/2022 10:03:55 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ უშვებს ალბათობას, რომ მათმა ანტიდასავლურმა ნაბიჯებმა ფაქტობრივად ევროკავშირი მიიყვანა იქამდე, რომ უარი მივიღოთ".
"ეს პოლიტიკური ჯგუფი თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აშანტაჟებენ მოსამართლეებს, თავს ესხმიან ევროკავშირის და ამერიკის ელჩებს. უფრო მეტიც, იჭერენ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს. არც ერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ფიქრობენ, რომ ნაბიჯების ის კომპოზიცია, რაც ერთი თვის განმავლობაში გადადგეს, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა გვითხრას უარი. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


