უსუფაშვილი – კობახიძის განცხადებაზე: "ამაზე ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი კომენტარი ძნელი წარმოსადგენია"
30/05/2022 11:20:08 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას "ანტიევროპულს, ანტიეროვნულსა და ანტისახელმწიფოებრივს" უწოდებს.
უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა აჩვენოს, რომ ერთად დგას.
„მათ უკვე დაასკვნეს, იმდენად დააზარალეს ქვეყანა, პრობლემები შეუქმნეს და სრულიად დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისა აღარ გვეძლევა. ახლა ერთადერთ რამეს ცდილობენ, რომ გამოძვრნენ ვითარებიდან და ვიღაცებს რაღაცები დააბრალონ? ეს არის პანიკა ყველაფერთან ერთად. მივმართავ მათ, პანიკაში კი ნუ ჩავარდებით, ყველამ ერთად, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ჩავიდეთ ყველა დედაქალაქში, მათაც ვანახოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ. შარლ მიშელის შეთანხმება დავიჭიროთ ხელში, ევროკავშირის ფასილიტაციით შექმნილი საგზაო რუკა ევროპისკენ, რომელიც გადააგდეს და მანამდე დააზარალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ძალიან გვიან შემოუერთდა. ეს ნაბიჯებია ახლა გადასადგმელი და არა ის, რომ გავიშვიროთ ხელი იქით, რა იქნება როცა არ მოგვცემენ სტატუსს, ეს არის პანიკის შედეგი. კობახიძის განცხადებას არის სუპერ სახიფათო. ის, რაც თვითონ ვერ გააკეთა, ამაშიც კი დაზღვევას აკეთებენ. მიდიან იმაზე, რომ გააღვივონ საზოგადოებაში ანტიევროპული განწყობები, თითქოს მთავრობა ისჯება, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა. ისინი კიდევ რაღაც სხვას გვთხოვენ და ასე შემდეგ. ამაზე ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ძნელი წარმოსადგენია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.


