Accentnews.ge
ბენეტი: "ღარიბაშვილთან მქონდა კარგი შეხვედრა, მეგობრული, ნაყოფიერი საუბარი ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივ შესაძლებლობებზე"

ბენეტი: "ღარიბაშვილთან მქონდა კარგი შეხვედრა, მეგობრული, ნაყოფიერი საუბარი ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივ შესაძლებლობებზე"

30/05/2022 11:31:12 პოლიტიკა

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ნაფტალი ბენეტი აღნიშნავს, მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი შედგა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა დღეს იერუსალიმში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვეწვია. მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ“, – აღნიშნავს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S