„ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის" ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მტკიცედ მოითხოვდნენ"
31/05/2022 08:50:40 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ბრიუსელში ბოლო კვირებში ორი ოპოზიციური პარტიის წევრებთან ჰქონდა შეხვედრები.
კრამონი ამბობს, რომ პარტიები "ლელო" და "საქართველოსთვის" ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.
"ცნობისთვის: წინა კვირას ბრიუსელში ორ ოპოზიციურ პარტიას – „ლელოს“ და გახარიას „საქართველოსთვის“ შევხვდი. ორივე მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას საქართველოსთვის, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, „რადგან ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ის ყველა პარტიულ ხაზზე მაღლა დგას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი უცხოელი ლობისტები „იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


