"დავით ხიდაშელი არის კაცი, რომელიც ამ მთავრობის გარემოცვაშია და თან კრემლში „მიესვლება“, ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი დიაგნოზი"
31/05/2022 13:03:59 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმიანება ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ვიზიტს იორდანიაში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად და აცხადებს, რომ "დავით ხიდაშელი არის კაცი, რომელიც ამ მთავრობის გარემოცვაშია და თან კრემლში „მიესვლება“, ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი დიაგნოზი".
"სამწუხაროდ, არაა მოულოდნელი, რომ ეს კაცი ივანიშვილის გარემოცვის ნაწილია, ამიტომაა მის მიერვე დანიშნულ პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტზე. ეს ის კაცია, რომელმაც თავის დროზე მოსკოვში „გმირულად“ მოიპოვა მტკიცებულებები „გარეჯის“ საქმეზე, ამ უბინძურესად შეთითხნილ საქმეზე. ეს არის კაცი, რომელიც არის ამ მთავრობის გარემოცვაში და რომელსაც „მიესვლება“ კრემლში. ეს არის უმძიმესი დიაგნოზი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ მთავრობის სახით“, - აცხადებს გიგა ბოკერია.


