ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე მაია სანდუს შეხვედნენ
31/05/2022 18:02:23 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს,– იუწყება „ნაციონალური მოძრაობა“.
მათივე ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის.


