"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს"
01/06/2022 05:20:11 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს. ამის შესახებ მან კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს საკითხი ხსენებულ სამ ქვეყნას და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.


