Accentnews.ge
"ლელო"  ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას

"ლელო"  ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას

01/06/2022 10:27:16 პოლიტიკა

"ლელო" ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას. ამის შესახებ პარტიაში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადეს.

„ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცედენტო შანსი მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია: 1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე. 2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ. 3. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე. 4. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. 5. ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთი მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორე მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადეს „ლელოში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S