კობახიძე - მიშელის შეთანხმების თაობაზე „ლელოს“ მოწოდებაზე: "არასერიოზულია ამაზე მსჯელობა“
02/06/2022 07:09:51 პოლიტიკა
„არამარტო გამორიცხულია, არასერიოზულია ამაზე მსჯელობა და კიდევ ერთხელ კომიკურ მდგომარეობაში იყენებენ თავს, როდესაც ამას ახსენებენ“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ლელოს“ ინიციატივას მიშელის შეთანხმების თაბაზე.
როგორც მან განაცხადა, "საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გაყალბებას ვერ ადასტურებდა, საბოტაჟს ახორციელებდა და ხელისუფლება მათთან 19 აპრილის შეთანხმებით კომპრომისზე წავიდა".
"ოპოზიციას პარლამენტში შესვლის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტებმა“ არ შესარულეს და 100 დღის განმავლობაში მათთან შეთანხმება იყო ცალმხრივი", – განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.
რაც შეეხება ოპონენტების პოზიციას, რომლის თანახმად, 19 აპრილის შეთანხმებაში ევროკავშირიც მხარეა, კობახიძე ამბობს, რომ ეს იყო პარტიებს შორის შეთანხმება:
„იქ არც ერთი ხელმოწერა არ არის დასმული ევროკავშირის მხრიდან, არავინ აწერს ხელს. ეს რომ ყოფილიყო ევროკავშირთან შეთანხმება, გამოდის, რომ ევროკავშირი აწარმოებდა საბოტაჟს 6 თვის განმავლობაში. ეს ასე არ იყო. 19 აპრილის შეთანხმება იყო საბოტაჟის პროდუქტი, საბოტაჟი წარმოებდა ოპოზიციის და სწორედ მათთან გაფორმდა ამის გამო ხელშეკრულება. რანაირად შეიძლებოდა, აქ მხარე ყოფილიყო ევროკავშირი? ის ვერც საბოტაჟის ავტორი იქნებოდა და ვერც ამ ხელშეკრულების“.
ცნობისთვის: გუშინ "ლელომ" ხელისუფლებასა მოუწოდა, სასწრაფოდ დაუბრუნდეს მიშელის შეთანხმებას.


